აშშ-ში არეულობა გრძელდება - მსოფლიო ამერიკელებს სოლიდარობას უცხადებს

გამოქვეყნდა:

უკვე მეხუთე დღეა რაც ნიუ იორკის, ატლანტას, მინესოტასა და ვაშინგტონის შტატებში მომიტინგეების მიერ სავაჭროს ცენტრების გაძარცვა, ინფრასტრუქტურის დაზიანება, პოლიციელებზე ფიზიკური ანგარიშსწორება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. 25 მაისს ქალაქ მინიაპოლისში პოლიციის ოფიცერმა ფერად კანიანი მამაკაცი არაკანონიერად დააკავა და მასზე ფიზიკურად იძალადა. ახლა პოლიცია თეთრკანიანი ოფიცრის წინააღმდეგ საქმეს იძიებს. მას ბრალად რასიზმის ნიადაგზე მკვლელობა ედება.

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ ამერიკის ქალაქებში მასშტაბური დემონსტრაციები და არეულობა დაიწყო, რასაც შტატებში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათის დაწესება მოჰყვა. ტრამპის ადმინისტრაციამ პენტაგონს ჯარისკაცების და სამართალდამცველების ქუჩებში გამოყვანა, ქვეყანაში წესრიგის აღდგენის მიზნით, დაავალა. 

პრეზიდენტის ამ მიმართვამ  დემონსტრანტები გააღიზიანა. მომიტინგეები სასურველი შედეგის მიღწევამდე შეჩერებას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ კანის ფერი ჩაგვრის მიზეზი არ უნდა იყოს. დონალდ ტრამპს მისი პოლიტიკური ოპონენტებიც აკრიტიკებენ და თეთრი სახლის ლიდერს დუმილისაკენ მოუწოდებენ.

მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებას აქციის რამდენიმე  მონაწილე და პოლიციის 2 ოფიცერი უკვე ემსხვერპლა. მოკლული ჯორჯ ფლოიდის ძმამ კი მომიტინგეებს არეულობისაგან თავის შეკავება და არჩევნებზე არსებული სისტემის შეცლისკენ მოუწოდა.

ამერიკაში მომხდარი ტრაგედიას ის ქვეყნები გმობენ, სადაც  ადამიანის უფლებები ყველაზე ხშირად ირღვევა. რუსეთი, ირანი, ჩინეთი იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც შეერთებულ შტატებს უმცირესობების უფლებების დაცვისაკენ მოუწოდებენ.

როდემდე გაგრძელდება შტატებში მასობრივი დემონსტრაციები უცნობია, პროტესტი ჯერ არ ცხრება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი