ამ კონკრეტულ „კონსერვებზე“, რომელთა ფოტო აჩვენეს, ხელი არ მომიწერია და არც მინახავს - მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურის კადრებზე

გამოქვეყნდა:

ყველაფერზე, რასაც ციხეში ვიღებ, აქაური წესებით ხელს ვაწერ და ამ კონკრეტულ „კონსერვებზე“, რომელთა ფოტო აჩვენეს, ხელი არ მომიწერია და არც მინახავს - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში, რომელიც მესამე პრეზიდენტის ფეისბუქ გვერდზე, პენიტენციურის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოკადრების პასუხად გავრცელდა:

სამედიცინო კაბინეტში საჭმელად არავინ დადის, იქ სამედიცინო მანიპულაციას უტარებენ პაციენტებს. სამედიცინო კაბინეტში ოფიციალურად აყენია ვიდეოკამერები, ოღონდ არა გამოქვეყნების, არამედ უსაფრთხოების მიზნით.  რა თქმა უნდა, ვიცოდი რომ იწერდნენ და სხვა თუ არაფერი, ეს კიდევ აბსურდულს ხდის ამ ვიდეოკადრებს.  

ამას გარდა, ყველაფერზე, რასაც ციხეში ვიღებ, აქაური წესებით ხელს ვაწერ და ამ კონკრეტულ „კონსერვებზე“, რომელთა ფოტო აჩვენეს, ხელი არ მომიწერია და არც მინახავს. არც მაგიდაზე ან სადმე სხვაგან არ ჩანს ეს ქილები, არადა თვალთვალის კამერები ძალიან თანამედროვეა და შეეძლოთ ადვილად დაეზუმათ და ეჩვენებინათ." ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

მიმართვა სრულად.

შეგახსენებთ, პენიტენციურმა დაწესებულებამ ციხის სამედიცინო კაბინეტში გადაღებული ვიდეოკადრები გუშინ, 6 ნოემბერს გაავრცელა. მათი მტკიცებით, მასალაში ჩანს, როგორ "იკვებება" მიხეილ სააკაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი