შიმშილობის მე-5 დღე- ექიმის ინფორმაციით, ხოშტარიას სასიცოცხლო პარამეტრები ოდნავ შეიცვალა, მაგრამ ნორმის ფარგლებში რჩება

გამოქვეყნდა:

მე-5 დღეა "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია პარლამენტში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს.

მოშიმშილე პოლიტიკოსი ექიმმაც მოინახულა და შესაბამისი რეკომენდაციებიც მისცა. 

ცოტა ხნის წინ, ელენე ხოშტარიასთან სამედიცინო წარმომადგენელი იმყოფებოდა. მან "დროას" ლიდერს გამოკვლევების მიზნით, ანალიზები აუღო, რის გამოც, ელენე ხოშტარია თავს შეუძლოდ გრძნობს. 

ელენე ხოშტარია მოინახულა მისმა პირადმა ექიმმა:

„ამ ეტაპზე ელენეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გუშინდელთან შედარებით, თავს ოდნავ სუსტად გრძნობს. სასიცოცხლო პარამეტრები ოდნავ შეიცვალა, მაგრამ ნორმის ფარგლებში რჩება. იღებს სითხეს, მედიკამენტებს, ვიტამინებს და მსგავს რამეს არ იღებს. დინამიკაში მდგომარეობა, რა თქმა უნდა, შეიცვლება და შესაძლებელია დადგეს დამატებითი კვლევების, მედიკამენტოზური მკურნალობის საჭიროება“, - აცხადებს ხოშტარიას პირადი ექიმი მაია ცანავა

პოლიტიკოსის თქმით, ის შიმშილობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ მიხეილ სააკაშვილი სამოქალქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ და და ექიმებისგან შეიტყობს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი პოლიტიკოსი აპირებს, რომ პროტესტი კიდევ უფრო გაამწვავოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი