მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი საკვებ-დანამატებს ექიმების დანიშნულებით იღებდა.
თავდაპირველად მესამე პრეზიდენტი დანამატებს აბების სახით იღებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ორგანიზმმა წამლების მიღება ვეღარ შეძლო, ციხის ადმინისტრაციამ გასცა რეკომენდაცია, რომ ეს წამლები თხევადი კონსისტენციით ჩანაცვლებულიყო.
"რატი ბრეგაძემ და პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვიეს არამხოლოდ პაციენტის უფლებების შესახებ კანონი, არა მხოლოდ პატიმრობის კოდექსი, მათ ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული. მათ უფლებამოსილებას გადააჭარბეს და ეს არის სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება. პროპაგანდისტულად მიზნით გამოიყენო ადამიანის პერსონალური მონაცემები, იმისათვის, რომ მოახდინო მოშიმშილე პატიმრის დისკრედიტაცია, გაავრცელო კადრები, ეს არის დანაშაული - ამბობს ბექა ბასილაია
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ ფარული კადრების გავრცელებით ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციას ცდილობს და ამ მასალის გავრცელებით მისი უფლებები დაირღვა.
"ეს არის იაფფასიანი ხრიკი მიხეილ სააკაშვილის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენების მიზნით, თუმცა ცხადია, ამას შედეგი ვერ ექნება. ქართველი ხალხი სულელი არ არის და ყველა კარგად ხედავს რა ხდება. რაც ხდება ამაზე ძალიან კარგად ისაუბრა სახალხო დამცველმა. მან დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილი იღებდა ვიტამინებს და მინერალებს. თავის დროზე იღებდა მედიკამენტებს ტაბლეტის სახით, ხოლო მას შემდეგ რაც ციხის ექიმებმა და პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა უთხრა, რომ ორგანიზმი ვეღარ გადაამუშავებდა ტაბლეტებს, მედიკამენტი იქნა გამოწერილი სითხის სახით.
ნიშანდობლივია ისიც, როგორ გამოაქვს ექიმს დანამატები სამედიცინო მაცივრიდან. ცხადჰყოფს ეს ყველაფერი იმას, რომ იუსტიციის სამინსიტროს, პენიტენციურ სამსახურს მორალური ზღვარი აღარ გააჩნია და რა დონეზე ეშინია ხელისუფლებას",- ამბობს შოთა თუთბერიძე.
ცნობისთვის, პენიტენციურ დაწესებულებას ამ კადრების გავრცელების აუცილებლობაზე განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია.
ფაქტზე მოკვლევა დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორმა. კადრების გავრცელებას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა თავად მიხეილ სააკაშვილიც.
ამავე თემაზე: