სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე ამბობს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო განყოფილების ხელმძღვანელი, თამთა დემურიშვილი მიხეილ სააკაშვილს პირადად შეხვდა და დაარწმუნა, რომ დანამატების მიღება შიმშილობის დარღვევად არ ითვლებოდა.
"როგორც პატიმარმა [მიხეილ სააკაშვილმა] განგვიცხადა, სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქალბატონი დემურიშვილი შეხვდა მას, მან დაარწმუნა, რომ მიეღო ამ ტიპის დანამატები, რაც არ ითვლებოდა შიმშილობის დარღვევად და წარმოადგენდა სამედიცინო საჭიროებას",-თქვა გიორგი ბურჯანაძემ ტვ პირველის ეთერში.
ცნობისთვის, პენიტენციურმა სამსახურმა კადრები გამოაქვეყნა და ამტკიცებს, რომ ვიდეომასალაში "მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტები" ჩანს.