გთხოვ მეგობარო, ესენი დავასუსტოთ, შენ არ დასუსტდე.. გთხოვ ... - დეკანოიძე ხოშტარიას

გამოქვეყნდა:

"საერთოდ არ მინდა ვინმე შიმშილობდეს.. მართლა საშინელებაა უყურებ ადამიანი როგორ სუსტდება, ამ განცდით იმდუღრები..

ელენე, ძალიან, ძალიან გვჭირდება გარეთ, ძლიერი და ენერგიული როგორიც არის. მაგრამ იმდენად ურყევია გადაწყვეტილებაში, რომ ვერც ვერავინ ეტყვის გადამწყვეტად. ყველამ იცის, რა შემართება აქვს და რა პრინციპულია.

მაგრამ აქ ვეტყვი ფრთხილად, გთხოვ მეგობარო, ესენი დავასუსტოთ, შენ არ დასუსტდე.. გთხოვ .."

ენმ-ს ლიდერი ხატია დეკანოიძე ელენე ხოშტარიას მიმართავს, რომელიც მე-5 დღეა შიმშილობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი