შიმშილობის 38-ე დღეს, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტთან ამ წუთებში იმყოფება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაგზავნილი ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი.
ასევე, ცნობილი ხდება, რომ მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება თავის მწვავე ტკივილი.
ცოტა ხნის წინ, რუსთავის ციხეში მივიდა მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძეც. მას მესამე პრეზიდენტთან შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
მიხეილ სააკაშვილის თავის ტკივილი, სავარაუდოდ მწვავე სინუსიტისგან არის გამოწვეული.