"ელენე ხოშტარიას შიმშილობის მოთხოვნის საფუძველი უკვე არ არსებობს. სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები არის ნორმაში, რაც ტრაგიკომედიაა, მაგრამ ჩვენთვის არის პოზიტიური ინფორმაცია, სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციისთვის ეს აღმოჩნდა ნეგატიური ინფორმაცია. ის იღებს ისეთ დანამატებს, კვების ისეთ რაციონს, რომელიც არ ემუქრება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას"
ამბობს "ოცნების" დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი, ელენე ხოშტარიასა და მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე საუბრისას.