ნაგვით სავსე პარკები სუს-ის შენობასთან | "გირჩი-მეტი თავისუფლების" აქცია-პერფორმანსი

გამოქვეყნდა:

"გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესასვლელთან ნაგვით სავსე პარკები დაყარეს. ამ პერფორმანსით, პარტიის წევრებმა, ქვეყანაში არსებული სიტუაცია გააპროტესტეს.

პარტიის ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ამბობს, რომ პროტესტი სუს-ის ინსტიტუტის მიმართაა. მისი თქმით, ქვეყანა სწორედ სუს-იდან იმართება, მათ შორის, არჩევნებსაც სუს-ი ატარებს. აქციის მომნაწილეებმა სუს-ის ეზოში ასევე ქაღალდისგან გაკეთებული თვითმფრინავი გადაყარეს, რომელზეც ეწერა - "რევოლუციას ვითხოვთ".

პოლიციამ "გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრები 80 ლარით დააჯარიმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი