"ჩვენ შეიძლება ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ნებისმიერ წუთს დავკარგოთ... მას ემუქრება სასიცოცხლო საფრთხე" | რუსთავის ციხესთან ოპოზიციის წევრები შეიკრიბნენ

გამოქვეყნდა:

"ჩვენ შეიძლება, ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ყოველ წუთს დავკარგოთ" - ამბობს გენეტიკის ლაბორატორიის თანადამფუძნებელი და ენმ-ის წევრი გიორგი ჩალაძე. ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სიტუაცია კრიტიკულია და მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო, მრავალპროფილიან ჰოსპიტალში დაუყონებლივ უნდა გადაიყვანონ.

"სიტუაცია არის კრიტიკული და ჩვენ შეიძლება, ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ყოველ წუთს დავკარგოთ და დაკარგვა არ ნიშნავს არაფერს, გარდა პირდაპირი გაგებისა. მას ემუქრება უშუალოდ სასიცოცხლო საფრთხე. ეს ზიანი გამოწვეული იქნება არაკვალიფიციური, არასათანადო ჯანდაცვისღონისძიების გამო. მას ესაჭიროება სამოქალაქო, მრავალპროფილიან ჰოსპიტალში გადაყვანა ისე, როგორც დაწერა უკვე სამმა კონსილიუმმა",- ამბობს გიორგი ჩალაძე. 

"ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრი, თემურ ჯანაშია ამბობს, რომ არ შეიძლება, ადამიანი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდეს და არ იღებდეს სრულფასოვან სამედიცინო დახმარებას.

"რამოდენიმეჯერ ვიყავი შესული და დინამიკის მიხედვით მისი მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდებოდა. ბოლო შესვლის პერიოდში მითხრა, რომ წნევის თამაშს უჩიოდა, გულის რითმის დარღვევას. არანორმალურია ადამიანი ამ ხნის განმავლობაში შიმშილობდეს და არ იღებდეს სრულფასოვან სამედიცინო დახმარებას",- ამბობს თემურ ჯანაშია ენმ-ის წევრი. 

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის ციხეში უკვე 38 დღეა შიმშილობს. "ოცნების" ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი