
სცენარისტმა, ქეთი დევდარიანმა პარლამენტში "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია მოინახულა. მისი თქმით, ელენე ხოშტარია სუსტად არის და შიმშილობის ფონზე მისი რესურსები დღითი დღე იკლებს.
"რა თქმა უნდა, სუსტად არის, შიმშილი არ არის სახუმარო ნამდვილად, მისი რესურსები, რა თქმა უნდა, დღითიდღე იკლებს. ჩემთვის ძალიან მძიმე საყურებელია, როგორ შიმშილობს ჩემი მეგობარი და ძალიან ვნერვიულობ. ელენე ხოშტარია შიმშილობს და აქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანინ და აღმოუჩინონ სრულფასოვანი სამედიცინო დახმარება კლინიკაში",-თქვა ქეთი დევდარიანმა.
"დროას" ლიდერი უკვე მე-5 დღეა პროტესტის ნიშნად პარლამენტში შიმშილობს. ელენე ხოშტარია მოითხოვს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქ ჰოსპიტალში გადაიყვანონ.