
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე კონსილიუმის წევრებს სთხოვს, რომ დაუყონებლივ შეიკრიბონ და გადაწყვიტონ, რა უნდა გაკეთდეს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად.
ნიკოლოზ ყიფშიძე დღეს მიხეილ სააკაშვილთან საკანში 3 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
"ამ წუთში მდგომარეობა არის კრიტიკული. პრეზიდენტმა უარი თქვა ტესტების გაკეთებაზე, მიღებაზე იმ მინერალების და წამლის, რომელიც უზრუნველყოფდა მის ნორმალურ ყოფნას. ეს არის ტრაგედია იმიტომ, რომ ზოგიერთი მაჩვენებელი უარესდება და უარესდება ყოველ საათში.მე ვთხოვ პირველი კოსილიუმის წევრებს, შევხვდეთ სასწრაფოდ და გადავწყვიტოთ რა ვქნათ. მისი მდგომარეობა გახდება კრიტიკულზე კრიტიკული, შეიძლება რამდენიმე საათში, არა დღე არ იქნება. დაუყონებლივ საჭიროებს კონსილიუმის მოწვევა და ამ საკითხის გადაწყვეტას",- ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის ციხეში უკვე 38 დღეა შიმშილობს. "ოცნების" ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავა.
ამავე თემაზე: