შიმშილობის 38-ე დღე | სასიკვდილოდ განწირული მესამე პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

დღეების დათვლას აზრი აღარ აქვს, უკვე საათები უნდა ვითვალოთ - ამას აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი, რომელმაც დღეს, საღამოს ექვსი საათისთვის დატოვა რუსთავის ციხე, სადაც მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. 

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გაავრცელა კადრები, თუ როგორ იღებს მიხეილ სააკაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, მათ მიერვე მიწოდებულ საკვებ დანამატებს, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ორგანიზმმა შეძლოს მედიკამენტების მიღება; მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ამ კადრების დახმარებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი, სინამდვილეში, არ შიმშილობს და მცირე დოზებით, მაგრამ მაინც იკვებება; ამ ყველაფრის შემდეგ მესამე პრეზიდენტმა საერთოდ უარი თქვა ყოველგვარ მედიკამენტურ დახმარებაზე, აღარაფერს აღარ იღებს, რაც, ბუნებრივია, მის ისედაც შერყეულ ჯანმრთელობაზე მაშინვე მძიმედ აისახება. 

სააკაშვილის პირადი ექიმი საგანგაშო მდგომარეობაზე საუბრობს, რაც სათანადო და დროული სამედიცინო ჩარევის გარეშე, მესამე პრეზიდენტის სიკვდილით დასრულდება. თანაც ეს, შესაძლოა, ძალიან მალე მოხდეს.

ანა ასათიანის სიუჟეტი: სასიკვდილოდ განწირული პრეზიდენტი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი