
საფრანგეთში, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. პარიზში მცხოვრები ემიგრანტები შეიკრიბნენ და გააჟღერეს მოთხოვნა,რომელიც მესამე პრეზიდენტის სასწრაფოდ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას გულისხმობს.
"მიხეილ სააკაშვილი ჩემთვის და ჩემი თაობის ბევრი წარმომადგენლისთვის არის სინათლის სხივი. დღეს ეს სინათლის სხივი არის დაპატიმრებული პუტინის მარიონეტების მიერ და ზის ციხეში. მინდა, რომ საქართველოს ხელისუფლება მიხვდეს რას ჩადის და როგორ ექცევა ადამიანს, რომელმაც ეს ქვეყანა მთელ მსოფლიოს გააცნო. სააკაშვილამდე ეს ქვეყანა იყო უბრალოდ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა",- ამბობენ ემიგრანტები.
შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერი აქციები ევროპის არაერთ ქვეყანასა და აშშ-ში ჩატარდა.
იხილეთ ასევე: