პრეზიდენტის თანამოშიმშილეები | პროტესტი პარლამენტში

გამოქვეყნდა:

პროტესტი და შიმშილობა მიმდინარეობს პარლამენტში და პარლამენტის წინაც - უკვე მეხუთე დღეა შიმშილობს ელენე ხოშტარია, რომელიც აქამდე თავს მხნედ გრძნობდა, მაგრამ დღეს უკვე სამედიცინო დახმარება დასჭირდა. 

ელენეს სისუსტე შეენიშნება - როგორც ექიმებმა თქვეს, მისი სასიცოცხლო პარამეტრები ჯერ ნორმაშია, მაგრამ უკიდურეს ქვედა ზღვარზე. ამიტომ მედიკოსებმა მას გადასხმა შესთავაზეს, რაზეც ხოშტარიამ უარი განაცხადა და პროტესტს ისევ უკიდურესი ფორმით აგრძელებს. 

ხოშტარია მუდმივად საკანონმდებლო ორგანოს შენობაში რჩება. მის ახალგაზრდა კოლეგას, 22 წლის მოშიმშილე პოლიტიკოს ირაკლი გოგუაძეს კი ღამით პარლამენტში ყოფნის ნებართვა არ მისცეს - დღისით შენობაში იყო, ღამის 12 საათის შემდეგ კი პარლამენტს ტოვებდა და ქუჩაში, ავტომობილში აგრძელებდა შიმშილობას, სადაც მას სხვა, რიგითი მოქალაქეები ხვდებოდნენ, რომლებიც აგრეთვე შიმშილობით გამოხატავენ თავიანთ პროტესტს და დღეებს და ღამეებს პარლამენტის წინ ატარებდნენ. 

წარსულში ვამბობ ამას ყველაფერს, იმიტომ, რომ გუშინდელის შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა - ეს ადამიანები და ირაკლი გოგუაძეც უკვე რუსთავის ციხესთან გადავიდნენ და იქ აგრძელებენ პროტესტს. ელენე ხოშტარიაც ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია ჩვენს სიუჟეტში, ვინაიდან ეს კადრები გადაღებულია გუშინ, გუშინწინ და არა დღეს. დღეს ვითარება ბევრად უფრო დამძიმებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი