"ექიმის ინიციატივით იყო შეთავაზებული თითო ჭიქა ლიმონათი, რათა დაედგინათ პაციენტის საინსულინო აპარატის რეაქცია მიღებულ გლუკოზაზე" - ლალი ჯავაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

ენდოკრინოლოგ ლალი ჯავაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა საპატიმროში ერთი ჭიქა ლიმონათი სამედიცინო პროცედურისთვის მიიღო. ამ საკითხზე ჯავაშვილმა "მთავარი არხის" გადაცემაში "მთავარ დიაგნოზში" თქვა. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტმა ლიმონათი, ექიმების ინიციატივით, გლუკოზის ტესტის ჩასატარებლად მიიღო.

"ორად ორი შემთხვევაა მითითებული, ისიც ექიმის ინიციატივით, თითო ჭიქა ლიმონათის შეთავაზება, გამოყენებულია, როგორც გლუკოზის ხსნარი, რომლითაც კეთდება გლუკოზა-ტოლერანტული ტესტი. აინტერესებდათ პაციენტის საინსულო აპარატის რეაქცია მიღებულ გლუკოზაზე, ტკბილ ხსნარზე ანუ ლიმონათზე, როგორ უპასუხებდა მას მეტაუჯრედული სისტემა",-თქვა ლალი ჯავაშვილმა.

ცნობისთვის, ლიმონათთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "იხუმრა". მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში არ შიმშილობს და ის ლიმონათს სვამს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი