ქუთაისში არჩევნები დასრულდა, მაგრამ არა ძალადობა, რომლითაც ხელისუფლებამ სასურველი შედეგი დაიწერა და ახლა ამ შედეგის შენარჩუნებას ცდილობს.
მას შემდეგ, რაც ქუთაისის ერთ-ერთი უბნის საარჩევნო კომისიის წევრმა, იზა ჩირგაძემ ხელისუფლების მამხილებელი განცხადება გააკეთა, ის, აშკარად, ისე დააშინეს, რომ საერთოდ აღარ უნდა ამ თემაზე ლაპარაკის გაგრძელება. თქვენ ნახავთ ახლა, როგორ პასუხობს ის ჩვენს ჟურნალისტს.
ვიდეო, რომელიც სიმართლის დადგენაში დაგვეხმარებოდა, მის უბანზე გადაღებული არ აღმოჩნდა. შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ კიდევ უამრავ უბანზე ვიდეოგადაღება არ ხდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს სავალდებულო იყო. ვინ იცის, რა მოიმოქმედა ხელისუფლებამ ამ უბნებზე?
იზა ჩირგაძე ზეწოლის და ძალადობის მხოლოდ ერთი მაგალითია - ჩვენ ასევე ვნახეთ, როგორ მოექცნენ "გირჩის" წევრს, რომელიც პოლიციამ მანქანიდან გადმოათრია და ისე დააკავა.
დაკავებულია კიდევ ორი ახალგაზრდაც, რომლებიც საპროტესტო ბანერის გამოფენას აპირებდნენ - მათ ბანერზე წარწერის გაკეთებაც კი არ აცალეს...