
ექიმთა ასოციაცია მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მის გერმანიაში გადაყვანას მოითხოვს. ექიმების განმარტებით, არსებული კლინიკები შიმშილობის მოგვიანებით პერიოდში განვითარებულ გართულებებს, ვერ გაუმკლავდება.
"საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამკურნალოდ და სარეაბილიტაციოდ დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი გერმანიაში!! შიმშილობის მოგვიანებით პერიოდში დიდი რისკია განვითარდეს პოლიორგანული უკმარისობა, როდესაც აღინიშნება ერთდროულად რამდენიმე ორგანოს ფუნქციური ცვლილება... მსგავსი მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ ასე, თუ ისე მართვადი... კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა იქმნება, თუ ჩამოყალიბდება ორგანული ცვლილებები... იგი ფაქტიურად შეუქცევადი ცვლილებებია!! სამწუხაროდ ჩვენი ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით ამას სათანადოდ ვერ გავუმკლავდებით!!",-ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, უკვე 38-ე დღეა საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპატიმროში, პროტესტის ნიშნად, შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც ის 1 ოქტომბერს საქართველოში ჩამოვიდა.