ყველაზე რეიტინგული ამერიკული ტელეარხის ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური თოქ შოუს ეთერში, ბიძინა ივანიშვილი ვლადიმერ პუტინის შეადარეს. ქართული ოცნების ლიდერის არაფორმალური მმართველობას დასავლელი პოლიტიკოსები უკვე ასახელებენ, როგორც მაგალითს, როგორ შეიძლება მართო ქვეყანა ისე რომ არ გქონდეს ოფიციალური თანამდებობა მთავრობაში.
CNN-ზე ქრისტიან ამანპურის მთავარ პოლიტკურ თოქ შოუში, ღამით ამერიკული მედია მსჯელობდა, რა იქნება პუტინის შემდეგ ნაბიჯი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. სწორედ ამ დროს თქვა, ამერიკის თავდაცვის მდივნის ყოფილმა მოადგილემ, რომ პუტინი ბიძინა ივანიშვილის მსგავსად არაფორმალურ მმართველობზე გადავა.
"ჩვენ ფაქტობრივად იგივეს ვხედავთ საქართველოს შემთხვევაში. მმართველი პარტიის უკან დგას ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი,რომელიც რეალურად მართავს ქვეყანას.ასეთი რამის კეთება შესაძლებელია ისეთ ქვეყნებსა და საზოგადოებაში,სადაც ადამიანებს ჯერ კიდევ არ აქვთ სიღრმისეულად გასიგრძეგანებული დემოკრატიული ფასეულობები. ძალიან მიმძიმს ამ მხრივ საქართველოს რუსეთთან შედარება,რადგან რუსებისგან განსხვავებით ქართველები ძალიან ცდილობენ, მაგრამ პუტინს ჯერ კიდევ აქვს მექანიზმი კულისებიდან ისე განაგრძოს ქვეყნის მართვა,რომ მთლად ბრეჟნევივით ხალხის თვალწინ არ დაბერდეს და დანაოჭდეს"
ეველინ ფარკასი, ვინც მრავალმილიონიანი აუდიტორიის წინაშე ივანიშვილი პუტინს შეადარა და ქართლი ოცნების ლიდერი არაფორმალური მმართველობის მაგალითად დაასახელა, ამერიკის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილეა, ის რუსეთის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ახლა კი კენჭს კონგრესში იყრის.
ამერიკის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე, დღეს რუსეთის თემაზე ამერიკული მედიის ერთ ერთი მთავარი სპიკერია. ის ხშირად საუბრობს საფრთხეებს, რომელსაც მთელს მსოფლიოს პუტინის დიქტატორული მმართველობა უქმნის. ბოლო ინტერვიუში ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი გააკეთა, თქვა, რომ ქართველი ხალხი ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას ებრძვის რაც დასაფასებელია.
CNN-ის ეთერში ბიძინა ივანიშვილსა და ვლადიმერ პუტინს შორის ტოლობის ნიშნის დასმამ, ქართული ოცნება დააბნია და კითხვებს გაექცნენ.
ეველინ ფარკასი საქართველოს კარგად იცნობს, ბოლოს ის თბილისში, მაკკეინის კონფერენციაზე შარშან ჩამოვიდა, იცის ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ამბებიც და საქართველოს ფორმალური მთავრობის დამოკიდებულება ოლიგარქზეც.