
ინდოეთში, მაჰარაშტას შტატში, საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 10 ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა.
სახელმწიფო ჯანდაცვის წარმომადგენლის ინფორმაციით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 17 პაციენტი მკურნალობდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. შემთხვევას ინდოეთის პრემიერიც გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.