გერმანიაში მცხოვრები ქართველები გერმანიის ბუნდესპრეზიდენტ, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ღია წერილით მიმართავენ. წერილში ნათქვამია, რომ "რუს-ქართველი ოლიგარქის" ძალაუფლებას არ სურს პატიმრობაში მყოფ პრეზიდენტს ის სამედიცინო დახმარება გაუწიოს, რომელიც ყველა სხვა პატიმარს უპირობოდ ექნებოდა.
მათ მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
პატივცემულო ბატონო ბუნდესპრეზიდენტო, ჩვენ, გერმანიაში მცხოვრები ქართველები, მოგმართავთ, რადგან ვფიქრობთ, რომ თქვენ არსებული მდგომარეობის შეცვლა და თვით ჩვენი პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენაც კი შეგიძლიათ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, 37-ე დღეა შიმშილობს და მისი სიცოცხლე უკიდურეს საფრთხეშია. თქვენ მას პირადად იცნობთ. როგორც იმდროინდელი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, თქვენ მისი ისტორიული წარმატების მომსწრეც ხართ. და ჩვენც, ბატონო პრეზიდენტო, ჩვენც ვართ მოწმენი ამ წარმატების - ჩვენი არშემდგარი პოსტსაბჭოთა ქვეყნის მიერ იმედისმომცემი დემოკრატიისკენ გეზის აღების. მისი პრეზიდენტობის დროს ჩვენ დავიბრუნეთ რწმენა - საკუთარი თავის და ჩვენი მომავლის.
ახლა საკითხი სიცოცხლესა და სიკვდილის ეხება. და ჩვენ ამას მარტო ვეღარ შევძლებთ, რადგან ჩვენ ვდგავართ ზემდიდარი და უზარმაზარი ძალაუფლების მქონე რუს-ქართველი ოლიგარქის პირისპირ, ის მუდმივი შემოქმედია სახელისუფლო პარტიის უკან. მისი ძალაუფლება იკვებება პროპაგანდით, კორუფციით, შურისძიებით, ზიზღით და უზარმაზარი ცინიზმით. ამ ძალაუფლებას არ სურს პატიმრობაში მყოფ პრეზიდენტს ის სამედიცინო დახმარება გაუწიოს, რომელიც ყველა სხვა პატიმარს უპირობოდ ექნებოდა. ჩვენ ყველა - მოქალაქეები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ჩვენი ომბუდსმენი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექიმები, ყველა კრიტიკული მედია - ჩვენ ყველა უმწეონი ვართ.
უმწეობის შეგრძნებას აძლიერებს ისიც, რომ მთელი მსოფლიოსგან თავს მიტოვებულად ვგრძნობთ. ჩვენ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოში მიმდინარე წარმოუდგენლად მძიმე მოვლენები დემოკრატიული სამყაროს აღქმის მიღმა რჩება. აქ და ახლა, 21-ე საუკუნეში, ადამიანის მოკვდინების წარმოდგენა მიმდინარეობს ყველას თვალწინ, ქვეყანა მძვინვარებს, ზანზარებს, მაგრამ ჩვენ მაინც ვერ ვაღწევთ იმას, რომ პრეზიდენტს მრავალფუნქციურ სამედიცინო დაწესებულებაში მიეწოდოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება.
ჩვენ, ქვემოთ ხელისმომწერნი, მოგმართავთ თქვენ, როგორც თავისუფალი სამყაროს წარმომადგენელს, როგორც ადამიანობის, ადამიანის უფლებების - ღირსებისა და სიცოცხლის აპოლოგეტს, დაგვეხმარეთ და დაეხმარეთ საქართველოს. დაეხმარეთ ადამიანს, პრეზიდენტს, მიიღოს ღირსეული და საჭიროებებზე გათვლილი სამედიცინო დახმარება, დარჩეს ცოცხალი და იბრძოლოს თავისი უფლებისთვის - სამართლიანი სამართლებრივი პროცესის უფლებისთვის, რაც მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს დაუკავშირდება. საქართველო იმსახურებს, რომ მისმა მე-3 პრეზიდენტმა სამართლიანობა მოპყრობა ჰპოვოს, განსხვავებით პირველი პრეზიდენტისგან - დისიდენტი და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გამსახურდიასგან, რომლის აუხსნელმა სიკვდილმა ჩვენ ყველას უდიდესი ტრამვა მოგვაყენა.
ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ თქვენ ამის მიღწევა შეგიძლიათ, გადაარჩინოთ სიცოცხლე და ამით დაეხმაროთ ჩვენს ქვეყანას.
გულითადი მადლობა!
პატივისცემით, თქვენი თანამოქალაქეები
- Mariam Megrelishvili, Journalistin, Bonn
- Dr.-Ing. George Metreveli, Landau in der Pfalz
- Khatuna Gegetchkori, München
- Dipl. Ing. Zaza Meskhi, Utrecht, Niedelande
- Paata Bolotashvili, Frankfurt
- Dr. Teona Jibuti, Heidelberg
- Dr. Med. Iago Prangishvili, Wuppertal
- Nino Loladze-Högner, Köln
- Dr. Nino Papukashvili, Hamburg
- Anna Blumenberg, Mülheim/Ruhr
- Mania Khutsishvili, Berlin
- Prof. Dr. Vasil Gabunia, Hamburg
- Irina Gabunia, Hamburg
- Dr. Mirian Gamrekelashvili, München
- Ivan Lolua, München
- Manana Samushia, München
- Berdia Samushia, Augsburg
- Loreta Goletiani-Resch, München
- Sofia Machitidze, Frankfurt am Main
- Marina Moeller, Frankfurt am Main
- Gela Khvadagiani, Hannover
- Dr. Lia Wittek, Berlin
- Gabriela von Habsburg, München
- Bela Chekurishvili, Dichterin, Berlin
- Natalia Sikharulidze, Hamburg
- Tina Kushashvili, München
- Tinatin Lortkipanidze, Ingolstadt
- Tamaz Batiashvili, Ingolstadt
- Lili Gvilava-Ronde, Augsburg
- Tengo Orjonikidze, Crailsheim
- Aleksandre Kasrelishvili, Meerbusch
- Nana Sander, Stuttgart
- Msia Oberhausen, Saarbrücken
- Marina Lavrelashvili, Leck
- Tamar Salbishvili, Hildesheim
- Pikria Hufnagel, München
- Nona Kushashvili, München
- Vera Geissler, Frankfurt am Main
- Nino Alania, München" - ნათქვამია წერილში.