"რატომ არ ვიკეთებ გადასხმებს და რატომ ვარ მხოლოდ წყალზე" | ელენე ხოშტარიას განმარტება

გამოქვეყნდა:

"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია, სოციალურ ქსელში განმარტავს, რატომ ამბობს გადასხმებზე უარს და რატომ იღებს მხოლოდ წყალს. ხოშტარია წერს, რომ მაშინ, როცა მან შიმშილობა დაიწყო, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე დამძიმებული იყო, შესაბამისად, ის კლინიკაში მალე უნდა გადაიყვანონ. სწორედ ეს არის ის მიზეზი, რატომაც მან შიმშილობის მკაცრი ფორმა აირჩია.

"მინდა ავხსნა რატომ არ ვიკეთებ გადასხმებს და რატომ ვარ მხოლოდ წყალზე და სხვას არაფერს არ ვიღებ. შიმშილობის გზა არის ბევრნაირი და დამოკიდებულია ამოცანაზე. როცა რეაქციას ელოდები თვეებში, უნდა მიიღო გლუკოზა, ვიტამინები, დანამატები. სხვანაირად სიბრიყვეა და რისთვისაც შიმშილობ იმ მიზანს ვერ აღწევ. ისტერიული და ემოციური შიმშილობა არის ძალიან არასწორი.

იქიდან გმომდინარე, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე მორყეული იყო როცა მე დავიწყე შიმშილობა, დროის ლუფტი პატარაა. აღარაა 20 და 30 დღე დარჩენილი. მალე უნდა გადაიყვანონ. ამიტომ მეც ავირჩიე უფრო მკაცრი ფორმა. არც ვინმესთან გაჯიბრება, არც სიჯიუტე არაფერ შუაშია. გადაიყვანეთ კლინიკაში და ეს მარაზმი მორჩება!",-წერს ელენე ხოშტარია.

უკვე მე-5 დღეა, რაც ელენე ხოშტარია პარლამენტში, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო ჰოსპიტალში გადაყვანას ითხოვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი