
მესმე პრეზიდენტთან დაკავშირებით მომატებულ რისკებსა და საფრთხეებზე საუბრობს სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტმა პენიტენციური სამსახურის მიერ სამედიცინო კაბინეტში გადაღებული კადრების გასაჯაროების შემდეგ შეწყვიტა ყველანაირი დანამატებისა და მინერალების მიღება, რითაც მისი მდგომარეობა კიდევ უფრო საგანგაშო გახდა.
"ექიმების რჩევით იღებდა იმ საკვებ დანამატებს, მინიერალებს და ვიტამინებს, თუმცა როგორც მოგეხსენებათ, ამ ინფორმაციის როგორც "კვების დაწყებად" გასაღების შემდგომ მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა მედიკამენტების მიღება და დანამატების მიღება.
ციხის საავადმყოფო არ შეესაბამება იმ ტიპის სამედიცინო დაწესებულებას ის არ წარმოადგენს, არ არის აღჭურვილი იმ აპარატურით, რომელსაც ითხოვს კონსილიუმი. თუკი მოხდება მისი გადაყვანა ამ საავადმყოფოში, ან გართულებდა, დამძიმდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, პასუიხმგებლობა ამაზე სრულად დაეკისრება სახელმწიფოს", - თქვა ნინო ლომჯარიამ.
ცნობისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში უკვე 39 დღეა შიმშილობს. ცნობისთვის, პენიტენციურმა სამსახურმა კადრები გამოაქვეყნა და ამტკიცებს, რომ ვიდეომასალაში "მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტები" ჩანს.