
ახალგაზრდები, რომლებიც სარფიდან რუსთავის ციხისკენ ფეხით გამოემართნენ დანიშნულების ადგილას დღეს ჩავლენ. 16-დღიანი მსვლელობა მე-12 დაწესებულებასთან დასრულდება.
მოთხოვნა უკვე ბევრჯერ გაჟღერებული და ყველასთვის კარგად ნაცნობია - მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში. მსვლელობას სხვადასხვა ქალაქებში მაცხოვრებლებიც შეუერთდნენ.
"23 ოქტომბერს დავიძარით სარფიდან უკვე შემოვედით დღეს მცხეთაში, 16 დღეა გზაში ვართ, ჩვენი უცვლელი მოთხოვნაა თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს და რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ საავადმყოფოში", - თქვა აქტივისტმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 39 დღეა შიმშილობს.