მარტვილში "სპეცოპერაციის" შედეგად დაკავებული მოქალაქეები და სასულიერო პირები გვიან ღამით სენაკის პოლიციაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი მხედველობადაქვეითებულია. ის ამტკიცებს, რომ დაკავების მომენტში პოლიცია მას ფიზიკურად გაუსწორდა, მაშინ, როდესაც სამართალდამცველებმა იცოდნენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
კაცი სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძრის მრევლია, მას მეუფე სტეფანესთან შეხვედრა სურდა და მონასტრის ტერიტორიაზე შესვლის უფლებას ითხოვდა.
"ჩემი ცემა მოხდა აყვანის დროს, როდესაც გადაფარებული იყო ათობით პოლიციელი, როდესაც გამისწორდნენ სიტყვიერად და ფიზიკურად. ჩემი სათვალე დაიკარგა ამ დროს და ტანსაცმელი მაქვს გახეული. ეს გუშინ იყო დაგეგმილი მარტვილის პოლიციის უფროსიდან, მან თქვა, რომ ჩემი განცხადებების საფუძველზე მოხდებოდა ჩემი დაკავება, დაქვეითებული მაქვს მხედველობა",- ამბობს დაკავებული.
დაკავებულების მოთხოვნაა, კელიებში შესახლებული სპეციალურად ჩაყვანილი სპორტსმენები და ჩოხოსნები გაიყვანონ და იქ მამები დააბრუნონ. თუმცა მეუფემ მათთან შეხვედრაზე უარი თქვა, შედეგად ადგილზე ვითარება დაიძაბა და დაპირისპირებას დაკავებები მოჰყვა.
შსს-ს ინფორმაციით, ჯამში 7 პირი დააკავეს.
იხილეთ ასევე: