მეუფე ნიკოლიზი რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილს ხვდება

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში რუსთავის ციხეში ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი მივიდა. 

მეუფე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ხვდება. ის მედიასთან კომენტარს ციხიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთებს. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე 39 დღეა საპატიმროში შიმშილობს. მის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით რეკომენდაცია ექიმების კონსილიუმმა გასცა. 

მიუხედავად ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის საჭიროება არ დგას. ამასთან, ამბობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, მას გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, ექიმები და სახალხო დამცველი ამბობს, რომ დაწესებულება არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი