დეპუტატი ელენე ხოშტარია, რომელიც მეექვსე დღეა შიმშილობს სუსტადაა. მასთან ოჯახის ექიმი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა, მაია ცანავა ამბობს, რომ ანალიზების და კვლევის შედეგად მისი პარამეტრები შეცვლილია.
ელენე ხოშტარიასთან შესახვედრად "ოცნების" წევრი, ირაკლი ზარქუა იმყოფებოდა, თუმცა მისი ნახვა სისუსტის გამო ამ ეტაპზე ვერ შეძლო.
"წინა დღეებთან შედარებით მდგომარეობა შეიცვალა, თავს გრძნობს სუსტად, მოგეხსენებათ არის შიმშილობის მეექვსე დღე. სასიცოცხლო პარამეტრები შეიცვალა, ნორმის ფარგლებში რჩება ჯერ-ჯერობით, მაგრამ შეცვლილია წინა დღეებთან შედარებით. შესაძლოა დასჭირდეს მედიკამენტოზური ჩარევა, ამ ეტაპზე კატეგორიულად უარს აცხადებს ყოველგვარი მედიკამენტის მიღებაზე, ინტრავენურ გადასხმაზე, იღებს მხოლოდ წყალს", - თქვა ექიმმა.
მისი განცხადებით, ამ ეტაპზე ელენე ხოშტარია ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს. მოშიმშილე დეპუტატი ამბობს, რომ პროტესტს მანამდე არ შეწყვეტს, სანამ საქართველოს მესამე პრეზიდენტს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.