როგორც ჩანს, ხელისუფლებას განზრახული აქვს მესამე პრეზიდენტი გაიმეტოს სიკვდილისთვის- გიგლა თუმანიშვილი შიმშილობას აგრძელებს

გამოქვეყნდა:

რუსთავის ციხესთან შიმშილობას აგრძელებს "მთავარი არხის" ჟურნალისტი, გიგლა თუმანიშვილი. მისი თქმით, თავს ნორმალურად გრძნობს და პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს იქამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში არ გადაიყვანენ.

"თავს ვგრძნობ ნორმალურად, სამი დღის ნაშიმშილარი ადამიანის კვალობაზე ცუდად არ ვარ. რაც შეეხება ჩემი პროტესტის გაგრძელებას, ცხადია, მე არ შევწყვეტ პროტესტს, ვიდრე არ იქნება დაკმაყოფილებული ის ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც თავიდანვე წამოვაყენე - ეს არის მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამკურნალო დაწესებულებაში. მე ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ხელისუფლებას არ უნდა გაუჭირდეს, თუკი იქნება ამის ნება, მაგრამ როგორც ჩანს მათ აქვთ განზრახული, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი გაიმეტონ სიკვდილისთვის", - თქვა გიგლა თუმანიშვილმა.

რუსთავის ციხესთან მე-5 დღეა შიმშილობას აგრძელებს აფხაზეთიდან დევნილი, ელისო ჯანაშია, ის ელოდება, რომ დღევანდელი აქციის შემდეგ ხელისუფლება პოზიციას შეცვლის.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე 39 დღეა რუსთავის ციხეში შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ხელისუფლება ამის მიუხედავად მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაზე უარს ამბობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი