დღის წესრიგში დგას ექიმთა კონსილიუმის ვიზიტი ციხეში - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის ნომერ მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატებიც მივიდნენ,  უფლებადამცველებმა ციხეში შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს და თქვეს, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილთან სხვა საკითხებთან ერთად, 10 ნოემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზეც იმსჯელებენ.

დღეს ჩვენ გავესაუბრებით პირველ რიგში იმაზე, რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს დაცული. ასევე, დღის წესრიგში დგას ექიმთა კონსილიუმის ვიზიტი ციხეში, რათა მათ ადგილზე შეაფასონ სიტუაცია და იმსჯელონ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და იმ ღონისძიებებზე, რომელიც გასატარებელია იმისთვის, რომ პრეზიდენტი ფიზიკურად გადარჩეს და მისი ჯანმრთელობა იყოს მეტნაკლებად დაცული. 

ვისაუბრებთ იმ პროცესზე, რომელიც ახლოვდება და რომლის შესახებაც, ბევრი კონტრვერსიული მოსაზრებები გვესმის, მათ შორის, ​იუსტიციის მინისტრის მხრიდან თუ რა ფორმით, სად ჩატარდება ეს პროცესი და ვაპირებთ, რომ პოზიცია შევაჯეროთ თუ რა იქნება დაცვის მხარის პოზიცია. არათუ პროცესის შინაარსზე, იმიტომ, რომ ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, ეს არის პოლიტიკური პროცესი, არამედ იმაზე, თუ რა ფორმით ჩატარდება და რა ფორმით არის მისაღები, რომ ჩატარდეს",- ამბობს შოთა თუთბერიძე. 

ცნობისთვის, 10 ნოემბრის იმედის საქმეზე ჩანიშნულ პროცესზე იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ "მკაცრი რეკომენდაცია იქნება, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ჩატარდეს მე-12 დაწესებულებაში" | 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი