მე პირადად ვიქნები აუცილებლად დღეს ამ აქციაზე თანაგუნდელებთან ერთად - გიორგი ვაშაძე

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებელი" დღეს, თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას უერთდება. ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

"მე პირადად ვიქნები აუცილებლად ამ აქციაზე დღეს ჩემ თანაგუნდელებთან ერთად. აქციები, პროტესტი, ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, რომელიც აუცილებელია ეხლა გამოყენებულ იქნას იმისთვის, რომ მშვიდობიანი პროტესტით მივაღწიოთ და დავიხსნათ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისგან. ისე როგორც არის დღეს ვითარება, ასე ვერ შენარჩუნდება", - თქვა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის მხარდამჭერები საღამოს 8 საათზე შეიკრიბებიან. ოპოზიცია არჩევნების "მოპარვას" აპროტესტებს და მესამე პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი