მესმის, რომ დაღლილები ხართ, მესმის, რომ ხან უიმედობა გვეხვევა, მაგრამ ეს გრძელი ბნელი დერეფანი უნდა გავიაროთ - დეკანოიძე

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი და ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, დღეს 8 საათზე ყველა თავისუფლების მოედანზე უნდა მივიდეს, რადგან თითოეულ მონაწილეს აქვს მნიშვნელობა და ხმა.

"დღეს რვა საათზე უნდა შევიკრიბოთ.. მესმის, რომ დაღლილები ხართ, მესმის, რომ ხან უიმედობა გვეხვევა, მაგრამ ეს გრძელი ბნელი დერეფანი უნდა გავიაროთ.

ისიც მესმის, რომ შეიძლება ჩვენ გვაკრიტიკებდეთ, არ მოგწონდეთ, მაგრამ ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს. რაც არ უნდა გვაკრიტიკოთ, ერთმანეთი უნდა დავიცვათ მაინც. სიმრავლით კი - მიშას სიცოცხლე.

ადამიანის სიცოცხლე არის უზენაესი, სიცოცხლის გადასარჩენად უნდა ვაჩვენოთ რეჟიმს, რომ ვართ დიდი ნაწილი საზოგადოების, ვინც ბოლომდე იბრძოლებს. ყველას მონაწილეობას აქვს აზრი, მნიშვნელობა და ხმა", - წერს ხატია დეკანოიძე.

ოპოზიციის აქციას უერთდებიან რეგიონებიდანაც. პროტესტის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები მოიპარა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი