"ვისაც მეტი ამბიცია აქვს იმან მეტი უნდა დათმოს" - გაერთიანებული ოპოზიცია შიდაკონსულტაციებს იწყებს

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საარჩევნო საკითხებზე მათ ერთობას საფრთხე არ ემუქრება - მიუხედავად იმისა, რომ პრემიერობის საერთო კანდიდატად გიორგი ვაშაძის წამოყენებაზე ზოგიერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა.

"ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი ინიციატორი, რომ შეთანხმება შემდგარიყო მაჟორიტარული კანდიდატების ირგვლივ და იმედი გვაქვს, რომ ეს კვლავ შესაძლებელი იქნება, როგორც მინიმუმ თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში და მოხდება მეორე ტურში სრული კონსოლიდაცია, საკუთარი მხარდაჭერის, იმისთვის რომ ეს ერთიანი ფრონტი იყოს შენარჩუნებული , - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ასეთ საკითხებზე და პერსონალიებზე მსჯელობა ჯერ ნაადრევია, თუმცა მათივე განცხადებით, არიან პოლიტიკური ძალები, რომელთა გარეშეც ოპოზიციის ბრძოლა უშედეგო იქნება. 

"უნდა შევთანხმდეთ ერთიან კანდიდატებზე - "ლელოს" გარეშე ოპოზიციური მაჟორიტარების ერთობა შესაძლებელია, "ლეიბორისტების" გარეშე ძალიან რთულია, მაგრამ მაინც შესაძლებელია."ევროპული საქართველოს" გარეშე ეს არ გამოვა , "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე საერთოდ არ გამოვა, - ამბობს უგულავა.

ერთი მაგიდის ირგვლივ შეკრებილი პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი ერთობა მხოლოდ საარჩევნო თემატიკას უკავშირდება და ეს არ ნიშნავს რომ ერთმანეთს ყველაფერში ეთანხმებიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი