"არაფერია ცნობილი, ჩვენთვის არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ" - დიმიტრი საძაგლიშვილი

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით ადვოკატებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებიათ, შესაბამისად, მისი თქმით, უცნობია სად გადაჰყავთ მიხეილ სააკაშვილი.

"ჩვენთვის არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რაც მედიით ვრცელდება... ბუნებრივია, ადამიანის გადაყვანა ჰოსპიტალში ისე უნდა მოხდეს, რომ აღნიშნულზე ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ, მის ოჯახის წევრებს, ადვოკატებს და პირად ექიმს, მაგრამ ჩვენთვის არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტთან და განგვიმარტეს, რომ არ ხდება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა, ეს მოხდა რამდენიმე წუთის წინ, თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ვერტმფრენით გადაიყვანეს, თუმცა უცნობია რომელ ჰოსპიტალში წაიყვანეს ის.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი