"რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგს, ვხედავთ, რომ ეს არის ისევ ის დესტრუქციული დღის წესრიგი, რაც მათ ჰქონდათ. მათ არ მოსწონთ, რომ ხალხი არ აძლევს დემოკრატიულ მანდატს. ეს არ მოეწონათ 2020 წლის არჩევნებზე, ეს არ მოეწონათ ამ არჩევნებზე და ცდილობენ, რომ ხალხის გვერდის ავლით არიონ სიტუაცია და ბოლომდე დაიბრუნონ ის ძალაუფლება, რომელიც მათ ჰქონდათ".
- ამბობს "ქართული ოცნების" წევრი შალვა პაპუაშვილი.