
"პოლიცია თუ მოვიდა და ამის პრევენციის წინაპირობა შესთავაზა საზოგადოებას, უნდა გიხაროდეთ" - ასე ირონიულად ეხმაურება "ქართული ოცნების'' წევრი გია ვოლსკი დაანონსებული აქციის პარალელურად
სპეცრაზმის მობილიზებას.
კაცი გამოდის მელია, რომელსაც აქვს გამოცდილება და არის პირობითად გამოშვებული, იმის გამო,რომ სახელმწიფო სტრუქტურას პარლამენტს უტევდა, აცხადებს იმის თაობაზე, რომ შეიკრიბონ და კვლავ განავითარონ რევოლუციური და დესტრუქციული პროცესები, დესტაბილიცია შექმნან ქვეყანაში და პოლიცია თუ მოვიდა და ამის პრევენციის წინაპირობა შესთავაზა საზოგადოებას უნდა გიხაროდეთ, - ამბობს ვოლსკი.
ცნობისთვის, ოპოზიციის აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე, 8 საათზე გაიმართება.