სანდრო ბრეგაძისა და მისი მოძრაობის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას - "აი ფაქტი"

გამოქვეყნდა:

სანდრო ბრეგაძისა და მისი მოძრაობის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას - ასე ფიქრობენ გამომძიებელ ჟურნალისტთა კავშირში. 

"აი ფაქტი"-ის ჟურნალისტები "ქართული ოცნებისა" და ბრეგაძის საერთო ინტერესებზე საუბრობენ. 

"ვაკვირდებოდით ბრეგაძის გარემოცვასა და მასთან დაახლოებულ პირებს. ვნახეთ,რომ მისმა ნათესავებმა 85 ათასი შესწირეს "ქართულ ოცნებას" 2016 წელს წინასაარჩევნოდ. გარდა ნათესავებისა, ქართული ოცნების შემომწირველები არიან მისი დისა და სიძის ბიზნესპარტნიორებიც, რომლებმაც 560 ათასი ლარი ჯამში ჩაურიცხეს "ოცნებას", აქედან 85 ათასი ლარი სალომე ზურაბიშვილს წინასაარჩევნოდ, - ამბობს  გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება ,,აი, ფაქტის" ჟურნალისტი მანჩო ღოღობერიძე. 

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ესტონეთის დაზვერვის სამსახური თავის ანგარიშში “ქართული მარშის” ლიდერების რუსულ კავშირებზეც წერდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი