ხოშტარია აგრძელებს შიმშილობას სანამ არ გვექნება უტყუარი ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - გოგუაძე

გამოქვეყნდა:

"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია შიმშილობას იქამდე გააგრძელებს, სანამ არ ექნებათ დადასტურება, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება - განცხადება ამის შესახებ ხოშტარიას თანაგუნდელმა, ნინო გოგუაძემ გააკეთა

გოგუაძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანა არ ემსახურება ქვეყნის დამშვიდებას და ის კიდევ უფრო ამწვავებს სიტუაციას. 

"ელენე ხოშტარია აგრძელებს შიმშილობას მანამდე, სანამ არ გვექნება დადასტურებული და უტყუარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება",- თქვა ნინო გოგუაძე.

ელენე ხოშტარია უკვე მე-6 დღეა შიმშილობს, ის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო ჰოსპიტალში გადაყვანას ითხოვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი