
თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის აქცია დაიწყო. სიტყვით გამოსვლისას, ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ დღეიდან საპროტესტო უწყვეტი აქციები დაიწყება და გაგრძელდება მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ და რიგგარეშე არჩევნებს არ ჩანიშნავენ.
ნიკა მელიამ ასევე თქვა, რომ ხელისუფლება პროვოკაციებს განზრახ აწყობს, რათა ხალხმა შეცდომა დაუშვას.
მისივე თქმით, სწორედ ამას ემსახურებოდა აქციის დაწყებამდე, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის ციხის საავადმყოფოში.
"ხელისუფლებამ გადაკვეთა ყველა ზღვარი, ყველა წითელი ხაზი, მორალური, ზნეობრივი, აქ პოლიტიკაზე საუბარი აღარ არის. ხელისუფლება ჩვენ არ გვყავს, ეს არის რეჟიმი, ბანდიტებით დაკომპლექტებული, რომელსაც არაფრად მიაჩნია კანონი, საერთოდ არაფრად მიაჩნია კონსტიტუცია, როცა უნდა ადამიანს იტაცებენ, სადაც უნდა ათავსებენ და აბუჩად გვიგდებენ, მაგრამ ამ ყველაფერს აკეთებენ ძალიან ეშმაკურად და ბოროტულად.
ცდილობენ, ისედაც გაღიზიანებული ხალხს დაგვაშვებინონ დიდი შეცდომა და მოგვიწყონ პროვოკაცია, ამას ემსახურებოდა სწორედ ამ აქციის დაწყებამდე იმ ყველაფრის ჩადენა, რაც ჩაიდინეს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში. მინდა მოგიწოდოთ, რომ დღეიდან იწყება ფართო დ ძალიან დიდი საპროტესტო მოძრობა, არაფერია იმაზე დიდი ძალის მატარებელი, ვიდრე ხალხმრავალი, ერთიანი, მტკიცე და უწყვეტი საპროტესტო მოძრაობა, ეს საპროტესტო მოძრაობა დაიწყო და არ დასრულდება, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გათავისუფლებული და არ იქნება დაბრუნებული, მიტაცებული არჩევნები",-თქვა ნიკა მელიამ
ნიკა მელიას განცხადებით, განცხადებით, 9 ნოემბერს, 10:00 საათიდან საპროტესტო აქციები სხვადასხვა ქალაქის სხვადასხვა წერტილში გაიმართება, მათ შორის აქციაა დაგეგმილი იუსტიციის სამინისტროსთან.
რაც შეეხება გლდანის ციხეს, მელიას თქმით, აქციები იქ არ გაიმართება
„არცერთი მსურველი გლდანის ციხესთან აქციის გამართვისა. მე, როგორც თქვენი მეგობარი გეუბნებით, რომ ეს აღიქმება პროვოკაციად. იქ, სადაც ახლა მიხეილ სააკაშვილი მოათავსეს და ამ ყველაფრისთვის ძალიან მძიმე ფასს გადაიხდიან, იქ, სადაც კრიმინალები, ძალიან მძიმე დამნაშავეები ჰყავთ, „კანონიერი ქურდები“ ჰყავთ, იქ შეიყვანეს მიხეილ სააკაშვილი. იქ ახლა აქციის გამართვა არის ბროლის ოცნება „ქართული ოცნების“, რომ ბუნტის ინსცენირება მოახდინონ იქ და მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს და მერე რუსეთის ფედერაციის დაგეგმილი სპეცოპერაცია ჩვენ შემოგვაწმინდონ ტანზე." - განაცხადა ნიკა მელიამ.