მიხეილ სააკაშვილმა ციხის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - ბრეგაძე

გამოქვეყნდა:

იუსტიციის მინისტრ ბრეგაძის მტკიცებით, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანეს, მან იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.​

"როდესაც მიხეილ სააკაშილი იყო შესახლებული ნომერ მე-18 დაწესებულებაში, მან სამწუხაროდ, ჩვენ თანამშრომლებს მიაყენა, როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჩვენს თანამშრომლებს....

ამ საკითხს დაიწყებს შესწავლას გენერალური ინსპექცია და მიღებული იქნება შემდეგი გადაწყვეტილებები",- თქვა რატი ბრეგაძემ "იმედის" ეთერში.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი