
"მოტყუებით, და სავარაუდოდ, იძულებით მოახდინეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის მე-18 დაწესებულებაში" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, ბექა ბასილაია საუბრობს. ამბობს, რომ ფსიქოლოგიური ტერორის პირობებში, მიხეილ სააკაშვილი უსაფრთხო გარემოში აღარაა.
დღეს თუ ვინმემ იძალადა ეს იყო პენიტენციური სამსახური, ეს იყო ღარიბაშვილი და ბრეგაძე. მათ მოტყუებით, და სავარაუდოდ, იძულებით მოახდინეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა. იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა გაცხადებული უარი, რომ არ გადავიდოდა მე-18 დაწესებულებაში. მე-18 დაწესებულებაში გადაყვანას ჰქონდა ერთადერთი მიზანი, რომ მიხეილ სააკაშვილი მოექცეს ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ რაც ყოველ წამს გვესმის იქ მყოფ ადამიანებს... ტერორის არსებობის პირობებში უკვე უსაფრთხოება აღარ არის. ის აღარ არის უსაფრთხო გარემოში. პირიქით, ფსიქოლოგიური ტერორი არის განხორციელებული საფრთხე კი არა, მოქმედებაში მოსული დანაშაული, - ამბობს ბექა ბასილაია.
იხილეთ ასევე: