"ძალიან გვეშინია... ვითხოვთ ნახვას" | მიხეილ სააკაშვილის ექიმების საგანგებო განცხადება

გამოქვეყნდა:

"ძალიან გვეშინია... ვითხოვთ ნახვას" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექიმები საგანგებო ბრიფინგზე საუბრობენ. 

ვითხოვ, მოვითხოვ, ვთხოვ, არ ვიცი რა სიტყვები გამოვიყენო, ვნახო პრეზიდენტი სააკაშვილი რაც შეიძლება სწრაფად. ძაან ვღელავ მისი მდგომარეობის შესახებ. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ გუშინ და დღეს მისი მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე. ამიტომ ჩემი აზრით მისი ნახვა აუცილებელია დღეს... მესამე პრეზიდენტი არის კომპლექსური მძიმე პაციენტი დღეს, რომელსაც სჭირდება სპეციალური მკურნალობა, - ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.

გიორგი ჩალაძის თქმით კი მიხეილ სააკაშვილი დღეს რუსთავის ციხიდან ყაჩაღურად გაიტაცეს.

მიშა სააკაშვილი დღეს ყაჩაღურად გაიტაცეს, ისე როგორც 90-იან წლებში ფულის გამოძალვის მიზნით ხდებოდა. ის მოათავსეს იქ, სადაც არ შეიძლებოდა სახალხო დამცველის ორი შემოწმების მიერ, მას ჰქონდა უარი ნათქვამი არაერთხელ საჯაროდ, მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს და ჩვენ არ ვიცით რას უპირებენ, - ამბობს ჩალაძე.

ამ წუთებში, გლდანის ციხეში, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იმყოფება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი