
პენიტენციური სამსახური ავრელებს კადრებს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და ამტკიცებს, რომ "მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ".
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გასვლის კადრებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ, - წერია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პარალელურად, სახალხო დამცველი, რომელმაც გლდანის ციხე რამდენიმე წუთის წინ დატოვა, ამბობს, რომ "მიხეილ სააკაშვილმა იცოდა, რომ გადაჰყავდათ სამოქალაქო კლინიკაში".