
მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში მოტყუებით გადაიყვანეს, რაც გატაცებაა. ნიკა გვარამიას თქმით, სახალხო დამცველი ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილს დაზიანებები აქვს.
მისივე თქმით, ხვალიდან დაცვის მხარე მომხდარზე სამართლებრივ რეაგირებას აპირებს და ამისთვის, მას მიხეილ სააკაშვილის ჩვენება სჭირდება.
"ადამიანის მოტყუებით, თავისუფლების აღკვეთა და სხვაგან წაყვანა არის გატაცება, მაგას მეტი არაფერი ჰქვია. ამას გარდა, ნინო ლომჯარია, რამდენადაც მე ვიცი, ადასტურებს, რომ დაზიანებას აქვს ადგილი, უბრალოდ ექიმს არ უნახავს. რისი დამტკიცებაც გვინდოდა, ამისთვის ვაპირებ მეც შესვლას. მეც უნდა მოვისმინო პირადად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისგან ეს ყველაფერი. ხვალ ვაპირებთ მყისიერ სამართლებრივ რეაგირებას და მე მჭირდება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ჩვენება ამ საკითხთან დაკავშირებით",-თქვა ნიკა გვარამიამ.
იხილეთ ასევე: