"ასფალტზე "თავისუფლება მიშას" დავწერე... მითხრეს, რომ დამაჯარიმებენ" | ხმაური კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე

გამოქვეყნდა:

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გრძელდება. ცოტა ხნის წინ ადგილზე ხმაური იყო, ერთ-ერთმა სამოქალაქო აქტივისტმა ასფალტის საფარზე "თავისუფლება მიშას" დაწერა, რის გამოც ის დააჯარიმეს.

თავისუფლება მიშას, თავისი ძახილის ნიშნით რომ დავწერე მითხრეს, რომ შეივსება სამართალდარღვევის ოქმი.... შეაფასოს მაყურებელმა რომელი უფრო დიდი დანაშაულია, ის რაც მე დავწერე აქ თუ ის რასაც მთავრობა ყოველდღიურად ჩადის, - თქვა მან.

ცნობისთვის, დღეს თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების ნაწილი, კანცელარიასთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი