
"ქრონიკა პლუსის" რედაქტორის, ელისო კილაძის ინფორმაციით, ხელისუფლება, ამ წუთებში, ორ სამოქმედო გეგმას განიხილავს. ესენია ოპოზიციური ლიდერების დაკავება და მედიასაშუალებების გათიშვა. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" საგანგებო ეთერში ისაუბრა.
ხელისუფლება ამ წუთებში განიხილავს ერთის მხრივ ოპოზიციის ლიდერების განეიტრალებას და საუბარია ნიკა მელიას დაკავებაზე... ყველას ვთხოვ, პროვოკაციას არ წამოეგონ... და მეორე მხრივ, გეგმა, რომელიც აქვს ხელისუფლბას, არის რომ აქციაზე თუ სიტუაცია გამწვავდება, შემოვიდნენ მთავარ არხში და ტვ პირველში იმიტომ რო ტელევიზიები გაითიშოს და მედია აღარ იყოს, - ამბობს ელისო კილაძე.
იხილეთ ასევე: