
უწყვეტი პროტესტი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და არჩევნების დაბრუნების მოთხოვნით - ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები ამ დრომდე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან იმყოფებიან.
ადგილზე, ამ დროისთვის, სიმშვიდეა. თუმცა მობილიზებულები არიან საპოლიციო ძალები.
დღეს დილიდან აქციის მონაწილეები იუსტიციის სამინისტროსთან გადაინაცვლებენ. ბრეგაძის უწყებისკენ საპროტესტო მსვლელობა 09:00 საათზეა ჩანიშნული.