"თავისუფლება მიშას" - მთავრობის ადმინისტრაციასთან წარწერებს შლიან

გამოქვეყნდა:

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქციის მონაწილეების მიერ გაკეთებულ წარწერებს - "თავისუფლება მიშას" შლიან. 

ადგილზე თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ცოტა ხნის წინ მივიდნენ. 

მთავრობის ადმინისტრაციასთან ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები უწყვეტ, მშვიდობიან პროტესტს განაგრძობენ. ისინი დილის 9 საათზე მსვლელობით იუსტიციის სამინისტროსთან გადაინაცვლებენ. 

მოქალაქეების პროტესტის გამო, სახელმწიფო უწყებებთან საპოლიციო ძალებია მობილიზებული. გამთენიისას სამართალდამცველებმა, გოგა მემანიშვილის ხელმძღვანელობით, კანცელარიის მიმდებარედ რკინის ჯებირები განალაგეს. 

ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ოლიგარქ ივანიშვილის მიერ მიტაცებული არჩევნების დაბრუნება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი