საფრანგეთში რასიზმის წინააღმდეგ გამართული აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა - მომიტინგეებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკების დროს რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა.
სამართლდამცველებმა აქციის 20 მონაწილე დააკავეს. მომიტინგეები საფრანგეთში რასისტულ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებს აპროტესტებენ და შეერთებულ შტატებში მიმდინარე აქციებს მხარდაჭერას უცხადებენ.