ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, ერიკა ოლსონი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.
როგორც "გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა,
"ვესაუბრეთ ყველაფერზე, რაც ხდება ქვეყანაში, მათ შორის საუბარი იყო მიხეილ სააკაშვილზე. ჩემი მხრიდან ვუთხარი რა შეიძლება მათი მხრიდან ნაბიჯები იქნას გადადგმული, თორემ მთავარი საქმე ჩვენი გასაკეთებელი რომ არის, ეს გასაგებია.
ერთი ის, რომ საჯაროდ უფრო გასაგებად ისაუბრონ სიმართლე, რა ხდება ქვეყანაში და მათ შორის, იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ხელისუფლებამ ქვეყანა გადაიყვანა ევროატლანტიკური გზიდან, ეს არის ერთი გზა ზეწოლის და მეორე ეს არის სანქციები, პერსონალური სანქციები.
თქვეს, რომ რთულ პოზიციაში არიან. სჭირდებათ დაბალანსება, ერთი მხრივ, რომ ისინი არიან მეგობრები ამ ქვეყნის და მეორე მხრივ უწევთ აქცენტის გაკეთება იმ პრობლემებზე, რომელიც არის დემოკრატიასთან დაკავშირებით",- თქვა ზურა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ოლსონთან შეხვედრას თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია ესწრებოდა, ენმ-ს გარდა. სახ დეპის მაღალჩინოსანი ენმ-ს ცალკე შეხვდება, შეხვედრა დღესვე გაიმართება.