
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, ოპოზიციური პარტიების ლიდერებს არ შეხვდა.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, მინისტრს გამბედაობა მასთან პირისპირ შეხვედრისთვისაც არ ეყო.
მისივე თქმით, ახლა მთავარი ორი ადამიანის - მიხეილ სააკაშვილისა და ელენე ხოშტარიას სიცოცხლის გადარჩენაა.
"იუსტიციის მინისტრი, როგორც მოსალოდნელი იყო, არ შეგვხვდა. არ შემხვდა მე ცალკე. პირდაპირ ვთქვი, რომ მას გამბედაობა არ აქვს. მას აქვს ერთადერთი გამბედაობა- დაჯდეს "იმედის" ეთერში და ისაუბროს სახელისუფლებო არხების ეთერში. ასევე დაჯდეს ამ ციხე-სიმაგრეში გარშემორტყმული პოლიციელებით. სხვათაშორის ეს ადამიანი ძალიან თავისუფლად, კარგად და კომფორტულად გრძნობდა თავს "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში. ესეთი პორტირებები ჩვენ ხშირად გვინახავს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ახლა მთავარია გადავარჩინოთ 2 ადამიანის სიცოცხლე. მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და მეორე ელენე ხოშტარია რომელიც ასევე მძიმედ არის იმ კონტექსტში, რომ მხნედ არის, მაგრამ უკვე მე-7 დღეა შიმშილობს და ამ შიმშილობას თავისი გავლენა აქვს", - თქვა ხატია დეკანოიძემ.
ცნობისთვის აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სამინისტროსთან მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაინაცვლეს, სადაც მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათი მოთხვნა რიგგარეშე არჩევნები და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებაა.